გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 18:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 18:16

უთხრა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.

ნეშტთა შორისა ბ 18:16 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 18:16 კონტექსტში

18:14მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქაი! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.

18:15უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?

18:16უთხრა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.

18:17უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.

18:18თქვა მიქაიმ: აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 18:16

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 18

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში