
ნეშტთა შორისა ბ 19:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მშვიდობით დაბრუნდა იოშაფატ იუდას მეფე სახლში, იერუსალიმში.
ნეშტთა შორისა ბ 19:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 19:1 კონტექსტში
19:1მშვიდობით დაბრუნდა იოშაფატ იუდას მეფე სახლში, იერუსალიმში.
19:2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 19:1
- ნეშტთა შორისა ბ 18:31როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა და უფალი შეეწია - ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი.
- ნეშტთა შორისა ბ 18:32როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში