
ნეშტთა შორისა ბ 19:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
ნეშტთა შორისა ბ 19:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 19:3 კონტექსტში
19:1მშვიდობით დაბრუნდა იოშაფატ იუდას მეფე სახლში, იერუსალიმში.
19:2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
19:4ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში. კვლავ გავიდა ხალხში, ბერშებადან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისკენ, მამა-პაპის ღმერთისკენ.
19:5მსაჯულები დააყენა ქვეყანაში, იუდას ყველა ციხე-ქალაქში, ყოველ ქალაქში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 19:3
- ნეშტთა შორისა ბ 12:12რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.
- ეზრა 7:10რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
- ნეშტთა შორისა ბ 12:14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
- ნეშტთა შორისა ბ 30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
- რომაელთა მიმართ 7:18რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
- ფსალმუნები 57:7წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
- ნეშტთა შორისა ბ 17:3უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია.
- ნეშტთა შორისა ბ 17:6გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში