გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 2:4

აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა- საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.

ნეშტთა შორისა ბ 2:4 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 2:4 კონტექსტში

2:2სოლომონმა აღრიცხა სამოცდაათიათასი მტვირთავი, ოთხმოციათასი ქვის მჭრელი მთაში და სამიათას ექვსასი მათი ზედამხედველი.

2:3შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ტვიროსის მეფეს: როგორც მამაჩემს დავითს ექცეოდი და ნაძვებს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ასე მომექეციო.

2:4აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა- საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.

2:5დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.

2:6ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცათა ცანიც ვერ იტევს? ან მე ვინღა ვარ, რომ მის წინაშე საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო?

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 2:4

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 2

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში