
გამოსვლა 25:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემ წინაშე დასადებელი პური.
გამოსვლა 25:30 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 25:30 კონტექსტში
25:28გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.
25:29გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე.
25:30მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემ წინაშე დასადებელი პური.
25:31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
25:32ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 25:30
- ლევიანი 24:5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
- ლევიანი 24:9აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი.
- მათეს სახარება 12:4როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?
- გამოსვლა 39:36ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,
- მალაქია 1:7მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო.
- რიცხვთა 4:7დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს საღვრელად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.
- მალაქია 1:12თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად.
- ნეშტთა შორისა ბ 13:11დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 25
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში