
ნეშტთა შორისა ბ 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც მამაჩემმა, დავითმა, მოამზადა.
ნეშტთა შორისა ბ 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 2:7 კონტექსტში
2:5დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.
2:6ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცათა ცანიც ვერ იტევს? ან მე ვინღა ვარ, რომ მის წინაშე საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო?
2:7ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც მამაჩემმა, დავითმა, მოამზადა.
2:8ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მორჩილებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან,
2:9რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 2:7
- ნეშტთა შორისა ბ 2:13ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს - ხურამ-აბის,
- ნეშტთა შორისა ბ 2:14დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
- გამოსვლა 31:3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
- გამოსვლა 31:5მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად.
- ნეშტთა შორისა ა 22:15ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი.
- ნეშტთა შორისა ა 22:16ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.
- ესაია 28:29ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და სიბრძნე მისი - დიდებული.
- ესაია 60:10ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 2
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში