
ნეშტთა შორისა ა 22:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.
ნეშტთა შორისა ა 22:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 22:16 კონტექსტში
22:14აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
22:15ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი.
22:16ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.
22:17ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს.
22:18განა თქვენთან არ არის უფალი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში აყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 22:16
- ნეშტთა შორისა ა 22:11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
- ეფესელთა მიმართ 5:14რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- კორინთელთა მიმართ ა 15:58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
- იესო ნავეს ძე 1:9ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
- იესო ნავეს ძე 7:10უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი?
- იესო ნავეს ძე 1:5ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.
- ფილიპელთა მიმართ 2:12ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში