
ნეშტთა შორისა ბ 21:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელ შენს საბადებელს.
ნეშტთა შორისა ბ 21:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 21:14 კონტექსტში
21:12წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას,
21:13არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი აქაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები - მამაშენის სახლი ამოწყვიტე,
21:14აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელ შენს საბადებელს.
21:15შენ კი მძიმე სენს შეგყრის ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.
21:16აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 21:14
- ლევიანი 26:21თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
- გამოსვლა 20:5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
- მიქა 6:16შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვენი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ.
- ოსეა 5:11დათრგუნულია ეფრემი, მსჯავრით გათელილი რადგან გადაწყვიტა კერპებს გაჰყოლოდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 21
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში