
ნეშტთა შორისა ბ 21:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.
ნეშტთა შორისა ბ 21:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 21:16 კონტექსტში
21:14აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელ შენს საბადებელს.
21:15შენ კი მძიმე სენს შეგყრის ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.
21:16აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.
21:17გაილაშქრეს იუდაზე, შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, იოახაზის ძეთა შორის უმრწემესის გარდა.
21:18ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 21:16
- ნეშტთა შორისა ბ 17:11ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.
- ნეშტთა შორისა ბ 22:1იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად მისი უმცროსი ვაჟი ახაზია გაამეფეს, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ვაჟი.
- ნეშტთა შორისა ბ 33:11მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.
- მეფეთა ბ 24:1კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
- ნეშტთა შორისა ბ 26:7ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
- ესაია 10:5ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა.
- ესაია 10:6უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით.
- ესაია 45:5მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 21
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში