
ნეშტთა შორისა ბ 23:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.
ნეშტთა შორისა ბ 23:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 23:9 კონტექსტში
23:7გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.
23:8ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.
23:9დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.
23:10დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავის იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
23:11გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. გაამეფეს იგი და სცხეს მირონი იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: იცოცხლოს მეფემ!
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 23:9
- მეფეთა ბ 8:7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
- მეფეთა ა 21:9უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში