
მეფეთა ბ 8:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
მეფეთა ბ 8:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 8:7 კონტექსტში
8:5მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
8:6დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
8:7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8:8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
8:9შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 8:7
- ნეშტთა შორისა ბ 9:15გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე.
- ნეშტთა შორისა ბ 9:16გააკეთა სამასი ფარი ნაჭედი ოქროსაგან, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
- ნეშტთა შორისა ა 18:7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 8
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში