
ნეშტთა შორისა ბ 24:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
ნეშტთა შორისა ბ 24:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 24:10 კონტექსტში
24:8ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ.
24:9გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მორჩილმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში.
24:10გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
24:11როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
24:12ჩააბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი კი დაიქირავებდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს, უფლის სახლის გასაახლებლად, რკინა-სპილენძის მჭედლებს უფლის სახლის გასამაგრებლად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 24:10
- კორინთელთა მიმართ ბ 9:7ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
- ნეშტთა შორისა ა 29:9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:2ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
- მოციქულთა საქმენი 2:45მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თითოეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.
- მოციქულთა საქმენი 2:47ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
- ესაია 64:5შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 24
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში