
ნეშტთა შორისა ბ 24:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
ნეშტთა შორისა ბ 24:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 24:15 კონტექსტში
24:13იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
24:14როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში.
24:15დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
24:16დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის.
24:17იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 24:15
- შესაქმე 25:8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
- შესაქმე 15:15შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
- იობი 5:26სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.
- ფსალმუნები 90:10ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
- ფსალმუნები 91:16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
- შესაქმე 47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
- ნეშტთა შორისა ა 23:1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 24
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში