
შესაქმე 47:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
შესაქმე 47:9 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 47:9 კონტექსტში
47:7მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
47:8უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?
47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
47:10დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.
47:11დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
პარალელური ადგილები: შესაქმე 47:9
- ფსალმუნები 39:12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
- შესაქმე 35:28ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
- გამოსვლა 7:7ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს.
- ფსალმუნები 39:5აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენ წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
- იესო ნავეს ძე 24:29ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა.
- მეორე სთვლისაება 34:7ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.
- შესაქმე 50:26მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
- გამოსვლა 6:4აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 47
სრულად წაიკითხე: შესაქმე 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში