
ნეშტთა შორისა ბ 25:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას.
ნეშტთა შორისა ბ 25:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 25:4 კონტექსტში
25:2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით.
25:3როცა გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი.
25:4მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას.
25:5შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცლებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
25:6ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 25:4
- მეორე სთვლისაება 24:16არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას.
- ეზექიელი 18:20ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
- იერემია 31:29იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები.
- იერემია 31:30რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
- ეზექიელი 18:4აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში