
ნეშტთა შორისა ბ 25:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი.
ნეშტთა შორისა ბ 25:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 25:6 კონტექსტში
25:4მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას.
25:5შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცლებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
25:6ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი.
25:7მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არცერთთან ეფრემიანთაგან.
25:8მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში