
ნეშტთა შორისა ბ 28:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
ნეშტთა შორისა ბ 28:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 28:18 კონტექსტში
28:16იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის.
28:17კვლავ მოვიდნენ ედომელები, დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს.
28:18ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
28:19ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, ისრაელის მეფის გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს.
28:20მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 28:18
- ეზექიელი 16:57ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.
- ეზექიელი 16:27აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.
- მსაჯულნი 14:1ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.
- იესო ნავეს ძე 15:41გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა, მაკედა - თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 15:48მთაზე: შამირი, იათირი და სოქო;
- ნეშტთა შორისა ბ 11:10ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
- მეფეთა ა 6:9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
- იესო ნავეს ძე 15:10უხვევს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეყირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში