
ნეშტთა შორისა ბ 28:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ შეუსვენებიათ. მის ნაცვლად მისი ძე, იეხიზკიაჰუ გამეფდა.
ნეშტთა შორისა ბ 28:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 28:27 კონტექსტში
28:25იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.
28:26დანარჩენი მისი ამბები და ყოველი მისი მოქმედება - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
28:27განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ შეუსვენებიათ. მის ნაცვლად მისი ძე, იეხიზკიაჰუ გამეფდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 28:27
- ნეშტთა შორისა ბ 21:20ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა. და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში.
- ნეშტთა შორისა ბ 24:25როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
- ნეშტთა შორისა ბ 26:23განისვენა ყუზიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.
- ნეშტთა შორისა ბ 33:20განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.
- იგავესნი 10:7კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
- მეფეთა ა 2:30ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
- ესაია 14:28ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში