
ნეშტთა შორისა ბ 29:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.
ნეშტთა შორისა ბ 29:25 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:25 კონტექსტში
29:23მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ.
29:24დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.
29:25დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.
29:26ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
29:27ბრძანება გასცა იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ აღსავლენი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო აღსავლენის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავით ისრაელის მეფის საკრავების თანხლებით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:25
- ნეშტთა შორისა ბ 8:14დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.
- ნეშტთა შორისა ა 23:5ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
- ნეშტთა შორისა ა 16:42მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:7უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
- მეფეთა ბ 24:11მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:
- ნეშტთა შორისა ა 9:33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
- ნეშტთა შორისა ა 16:4დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში