გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 29:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 29:24

დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.

ნეშტთა შორისა ბ 29:24 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 29:24 კონტექსტში

29:22დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.

29:23მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ.

29:24დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.

29:25დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.

29:26ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:24

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში