
ნეშტთა შორისა ბ 29:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად.
ნეშტთა შორისა ბ 29:32 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:32 კონტექსტში
29:30მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
29:31მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი.
29:32იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად.
29:33სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.
29:34ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა აღსავლენის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ გაინათლნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინობდნენ გასანათლავად, ვიდრე მღვდლები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:32
- ეზრა 6:17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
- ნეშტთა შორისა ა 29:21მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში