
ნეშტთა შორისა ბ 29:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
ნეშტთა შორისა ბ 29:30 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:30 კონტექსტში
29:28მთელი კრებული თაყვანს სცემდა, მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა აღსავლენის დამთავრებამდე.
29:29აღსავლენს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველამ, მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
29:30მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
29:31მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი.
29:32იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:30
- ფსალმუნები 32:11იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
- ფსალმუნები 33:1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
- ნეშტთა შორისა ა 16:7იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით:
- ნეშტთა შორისა ა 16:36კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
- ფსალმუნები 95:1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
- ფსალმუნები 95:2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
- მეფეთა ბ 23:1ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში