
ნეშტთა შორისა ბ 29:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თანაც აღსავლენი უამრავი იყო სამადლობელი მსხვერპლის ლურთებითა და აღსავლენის საღვრელებითურთ. ასე განახლდა უფლის სახლის სამსახური.
ნეშტთა შორისა ბ 29:35 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 29:35 კონტექსტში
29:33სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.
29:34ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა აღსავლენის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ გაინათლნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინობდნენ გასანათლავად, ვიდრე მღვდლები.
29:35თანაც აღსავლენი უამრავი იყო სამადლობელი მსხვერპლის ლურთებითა და აღსავლენის საღვრელებითურთ. ასე განახლდა უფლის სახლის სამსახური.
29:36გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 29:35
- გამოსვლა 29:13აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
- რიცხვთა 15:5და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,
- რიცხვთა 15:10ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.
- შესაქმე 35:14მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
- ლევიანი 3:15ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
- ლევიანი 3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
- ლევიანი 23:13სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო.
- ნეშტთა შორისა ა 16:37დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში