
ლევიანი 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
ლევიანი 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 3:16 კონტექსტში
3:14შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
3:15ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
3:17ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 3:16
- ლევიანი 7:23უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
- ლევიანი 7:25რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- ესაია 53:10უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
- მეფეთა ა 2:15ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.
- მეფეთა ა 2:16თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
- მათეს სახარება 22:37ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
- ლევიანი 9:24გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.
- ლევიანი 8:25აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 3
სრულად წაიკითხე: ლევიანი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში