
ნეშტთა შორისა ბ 30:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
ნეშტთა შორისა ბ 30:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:11 კონტექსტში
30:9თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.
30:10დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში. მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ.
30:11მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
30:12იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
30:13დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეში უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად, მრავლის უმრავლესი იყო კრებული.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:11
- ნეშტთა შორისა ბ 30:21ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
- ნეშტთა შორისა ბ 30:18თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემიგან, მენაშედან, ისაქარიდან და ზებულუნიდან არ გაწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ. რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ.
- ნეშტთა შორისა ბ 30:25ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი.
- ნეშტთა შორისა ბ 33:19რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
- ნეშტთა შორისა ბ 11:16მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.
- მოციქულთა საქმენი 17:34ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.
- ნეშტთა შორისა ბ 12:6დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: მართალია უფალი.
- ნეშტთა შორისა ბ 12:7როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში