
ნეშტთა შორისა ბ 30:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
ნეშტთა შორისა ბ 30:21 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:21 კონტექსტში
30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
30:20უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს.
30:21ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
30:22გულითადად ელაპარაკა იეხიზკიაჰუ ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამადლობელ მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთ მამა-პაპის ღმერთს.
30:23გადაწყვატა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:21
- გამოსვლა 12:15შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
- გამოსვლა 13:6შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
- ნეემია 8:10უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.
- ლევიანი 23:6ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.
- ლუკას სახარება 22:7დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
- მოციქულთა საქმენი 2:46დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,
- ნეშტთა შორისა ბ 20:21დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში