
ნეშტთა შორისა ბ 30:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
ნეშტთა შორისა ბ 30:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 30:19 კონტექსტში
30:17მრავლად იყვნენ კრებულში გაუნათლავნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა პასექები, რათა უფლისათვის გაენათლათ ყოველი არაწმიდა.
30:18თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემიგან, მენაშედან, ისაქარიდან და ზებულუნიდან არ გაწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ. რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ.
30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
30:20უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს.
30:21ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 30:19
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
- იგავესნი 23:26შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
- ფსალმუნები 10:17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
- იობი 11:13თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
- ნეშტთა შორისა ბ 20:33ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
- ნეშტთა შორისა ა 29:18უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენკენ წარმართე მათი გულები.
- ეზრა 7:10რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 30
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში