
ნეშტთა შორისა ბ 31:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.
ნეშტთა შორისა ბ 31:21 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 31:21 კონტექსტში
31:19ხოლო აარონიანთათვის - მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.
31:20ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში. იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის წინაშე.
31:21ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 31:21
- მათეს სახარება 6:33მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
- იერემია 29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
- იესო ნავეს ძე 1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
- იესო ნავეს ძე 1:8ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
- მეორე სთვლისაება 6:5გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
- მეორე სთვლისაება 10:12აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
- ნეშტთა შორისა ა 22:13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
- ეკლესიასტე 9:10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 31
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში