
ნეშტთა შორისა ა 22:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
ნეშტთა შორისა ა 22:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 22:13 კონტექსტში
22:11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
22:12უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღმერთის რჯულის დასაცავად.
22:13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
22:14აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
22:15ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 22:13
- იესო ნავეს ძე 1:6გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.
- იესო ნავეს ძე 1:9ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
- ნეშტთა შორისა ა 28:20უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
- ნეშტთა შორისა ა 28:7სამარადისოდ გავამაყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და სჯულდებას, როგორც დღემდის იცავდა.
- ეფესელთა მიმართ 6:10და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
- გალატელთა მიმართ 6:2ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
- ნეშტთა შორისა ა 28:10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:1მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში