
ნეშტთა შორისა ბ 33:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
ნეშტთა შორისა ბ 33:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 33:2 კონტექსტში
33:1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში
33:2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
33:3აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალებს, გააკეთა აშერები, თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და მსახურებდა მათ.
33:4ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 33:2
- ნეშტთა შორისა ბ 28:3საკმეველს აკმევდა ბენ-ჰიმონის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
- მეორე სთვლისაება 18:9როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად:
- მეორე სთვლისაება 18:14რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
- ფსალმუნები 106:35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
- ფსალმუნები 106:40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
- მეორე სთვლისაება 12:31ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
- იერემია 15:4საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.
- ეზექიელი 11:12და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 33
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში