
ფსალმუნი 106:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
ფსალმუნი 106:40 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:40 კონტექსტში
106:38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
106:39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
106:40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
106:41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:40
- მსაჯულნი 2:14აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
- მეორე სთვლისაება 9:29შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.
- მსაჯულნი 3:8რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი.
- მსაჯულნი 2:20აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს,
- მეორე სთვლისაება 32:19დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
- ზაქარია 11:8ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
- ნეემია 9:27შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.
- ნეემია 9:38ყოველივე ამის გამო მტკიცე აღთქმას ვდებთ და ხელს ვაწერთ. ჩვენმა მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა დაბეჭდეს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში