
ნეშტთა შორისა ბ 34:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე:
ნეშტთა შორისა ბ 34:26 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 34:26 კონტექსტში
34:24ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, მის მკვიდრებს კი - იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს.
34:25რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება ამ ადგილზე და აღარ დაცხრება.
34:26იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე:
34:27რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემ წინაშე, სამოსელი შემოიხიე და სტიროდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარეო, ამბობს უფალი.
34:28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:26
- ნეშტთა შორისა ბ 34:21წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.
- ნეშტთა შორისა ბ 34:23უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ:
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში