
ნეშტთა შორისა ბ 34:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.
ნეშტთა შორისა ბ 34:21 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 34:21 კონტექსტში
34:19როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი.
34:20უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა:
34:21წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.
34:22წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, მესამოსლისა (იგი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე.
34:23უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ:
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 34:21
- იერემია 21:2შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს.
- ეზექიელი 14:1მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინ.
- ეზექიელი 14:11რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
- ნეშტთა შორისა ბ 28:6ფეკად რემელიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში - ყველა კარგი ვაჟკაცი. რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი.
- გამოსვლა 18:15უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.
- მეორე სთვლისაება 31:16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
- მეორე სთვლისაება 31:22ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელიანებს.
- მეორე სთვლისაება 32:15გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 34
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში