
ნეშტთა შორისა ბ 35:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.
ნეშტთა შორისა ბ 35:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:23 კონტექსტში
35:21მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენ წინააღმდეგ არ წავსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო. ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.
35:22პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად.
35:23სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.
35:24ჩამოსვეს მისმა მორჩილებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე, და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-ბაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ.
35:25გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:23
- ნეშტთა შორისა ბ 18:33ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.
- გლოვა იერემიასი 3:13გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი;
- შესაქმე 49:23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში