
ნეშტთა შორისა ბ 35:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
ნეშტთა შორისა ბ 35:25 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:25 კონტექსტში
35:23სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.
35:24ჩამოსვეს მისმა მორჩილებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე, და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-ბაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ.
35:25გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
35:26იოშიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი,
35:27მისი საქმენი - პირველნი და უკანასკნელნი - იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:25
- იერემია 22:10ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.
- გლოვა იერემიასი 4:20სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.
- იობი 3:8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
- მათეს სახარება 9:23შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
- იერემია 22:20ადი ლიბანზე და მორთე კივილი, ბაშანზე აუწიე ხმას და იკივლე ყაბარიმის მთებიდან, რადგან გაცამტვერდნენ შენი მოყვარულნი!
- იერემია 9:17ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
- იერემია 9:21რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.
- ეკლესიასტე 12:5შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, -
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში