
ნეშტთა შორისა ბ 35:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამსხვერპლეთ პასექი, გაინათლეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ.
ნეშტთა შორისა ბ 35:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 35:6 კონტექსტში
35:4მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და მისი ძის, სოლომონის განაწესის მიხედვით.
35:5დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების - ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით.
35:6ამსხვერპლეთ პასექი, გაინათლეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ.
35:7უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის - რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც - სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო.
35:8მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ღვთის სახლის წინამძღვრებმა მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი კურატი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 35:6
- ნეშტთა შორისა ბ 29:5უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
- ებრაელთა მიმართ 9:13ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
- ნეშტთა შორისა ბ 29:15შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.
- შესაქმე 35:2უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
- იობი 1:5როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.
- გამოსვლა 12:21უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი.
- გამოსვლა 12:22აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 35
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში