
ნეშტთა შორისა ბ 4:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.
ნეშტთა შორისა ბ 4:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 4:1 კონტექსტში
4:1გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.
4:2ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.
4:3მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 4:1
- ეზექიელი 43:13აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი.
- ეზექიელი 43:17შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
- ნეშტთა შორისა ბ 1:5სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
- გამოსვლა 27:1გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
- გამოსვლა 27:8ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 4
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში