
ეზექიელი 43:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
ეზექიელი 43:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:17 კონტექსტში
43:15საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის.
43:16საკურთხევლის სიგრძე თორმეგი წყრთაა, თორმეტი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
43:17შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
43:18მითხრა: ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის წესები სამსხვერპლოსი იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, აღსავლენის შესაწირად და მასზე სისხლის სასხურებლად.
43:19მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:17
- გამოსვლა 20:26საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
- ეზექიელი 40:6მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
- ნეემია 9:4იესო, ბანი, ყადმიელი, შებანია, ბენი, შერებია, ბანი, ქენანი ლევიანთა ამაღლებულზე შედგნენ და ღაღადით მოუხმეს უფალს, თავიანთ ღმერთს.
- გამოსვლა 30:3ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
- ეზექიელი 8:16მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
- გამოსვლა 25:25ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში