
ნეშტთა შორისა ბ 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან,
ნეშტთა შორისა ბ 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 4:21 კონტექსტში
4:19გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომელზედაც საკურთხი პური ეწყო;
4:20მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.
4:21ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან,
4:22დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 4:21
- ნეშტთა შორისა ბ 4:5სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა: კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჩამოჰგავდა. სამიათას ბათს იტევდა.
- გამოსვლა 37:20სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.
- გამოსვლა 25:31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
- გამოსვლა 25:40იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 4
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში