
ნეშტთა შორისა ბ 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი - სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი,
ნეშტთა შორისა ბ 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 5:12 კონტექსტში
5:10არაფერი იყო კიდობანზე, გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
5:11როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა,
5:12ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი - სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი,
5:13ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
5:14და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 5:12
- ნეშტთა შორისა ა 15:24მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
- ნეშტთა შორისა ა 6:39ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.
- ნეშტთა შორისა ა 6:33მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
- ნეშტთა შორისა ბ 29:25დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.
- ფსალმუნები 68:25წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
- ნეშტთა შორისა ბ 7:6მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს: რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა! ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი ხელით. მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 150:5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 5
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში