
ნეშტთა შორისა ბ 6:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს, და დღეს შენმა ხელმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
ნეშტთა შორისა ბ 6:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 6:15 კონტექსტში
6:13(გაკეთებული ჰქონდა სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა. შედგა მასზე), მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ.
6:14თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც ქვეყნად. შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე.
6:15შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს, და დღეს შენმა ხელმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
6:16ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ გამოგელევაო მემკვიდრე ჩემ წინამე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემ წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე.
6:17ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, რომ უბრძანე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 6:15
- ნეშტთა შორისა ა 22:9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ა 22:10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში.
- მეფეთა ბ 7:12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 6
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში