
მეფეთა ბ 7:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
მეფეთა ბ 7:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 7:12 კონტექსტში
7:10ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
7:11იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
7:12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
7:13ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
7:14მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:12
- მოციქულთა საქმენი 2:30მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე,
- მოციქულთა საქმენი 13:36დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
- ფსალმუნები 132:11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
- ფსალმუნები 132:12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
- მეორე სთვლისაება 31:16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
- ნეშტთა შორისა ა 17:11როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
- ესაია 9:7ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- ესაია 11:10იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში