
ნეშტთა შორისა ბ 6:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
ნეშტთა შორისა ბ 6:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 6:3 კონტექსტში
6:1მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
6:2სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.
6:3პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
6:4თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა:
6:5იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებელიყო ჩემი სახელი და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 6:3
- რიცხვთა 6:23უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- ნეშტთა შორისა ბ 29:29აღსავლენს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველამ, მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
- ლუკას სახარება 24:50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
- ლუკას სახარება 24:51კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.
- ნეემია 8:5ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა.
- ნეემია 8:7იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.
- იესო ნავეს ძე 22:6დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 6
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში