
რიცხვთა 6:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
რიცხვთა 6:27 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 6:27 კონტექსტში
6:25უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს,
6:26უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.
6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 6:27
- ნეშტთა შორისა ბ 7:14და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
- მეორე სთვლისაება 28:10დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი.
- დანიელი 9:18ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.
- დანიელი 9:19უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.
- ესაია 43:7ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
- იერემია 14:9რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენ შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!
- ფსალმუნები 115:12უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
- ფსალმუნები 115:13აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 6
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში