
ნეშტთა შორისა ბ 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
ნეშტთა შორისა ბ 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 9:2 კონტექსტში
9:1შეიტყო საბას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მოვიდა დიდძალი დოვლათით. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
9:2ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
9:3დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი,
9:4მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 9:2
- კოლასელთა მიმართ 2:3რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
- იგავესნი 13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
- მარკოზის სახარება 4:34ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
- ებრაელთა მიმართ 4:12რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
- იოანე 15:15უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.
- მარკოზის სახარება 4:11და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
- იგავესნი 18:4კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
- იაკობის ეპისტოლე 1:5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში