
იგავესნი 18:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
იგავესნი 18:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 18:4 კონტექსტში
18:2ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
18:3ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი - სირცხვილი.
18:4კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
18:5არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე.
18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 18:4
- იგავესნი 10:11მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
- იგავესნი 20:5კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- იოანე 4:14მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
- იგავესნი 13:14ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
- იოანე 7:38ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
- იოანე 7:39ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.
- კოლასელთა მიმართ 3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 18
სრულად წაიკითხე: იგავესნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში