
კორინთელთა მიმართ ბ 1:19: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.
კორინთელთა მიმართ ბ 1:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 10 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 1:19
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მაშ, რა არის ეს ‘სიტყვა’? ‘ვინაიდან ძე ღვთისა იესუ ქრისტე, რომელიც ჩვენ გიქადაგეთ მე, სილოვანმა და ტიმოთემ, არ იყო ‘ჰო’ და ‘არა’’, ბრძანებს პავლე მოციქული (2 კორ. 1:19).”
მთელი განმარტება
მაშ, რა არის ეს “სიტყვა”? “ვინაიდან ძე ღვთისა იესუ ქრისტე, რომელიც ჩვენ გიქადაგეთ მე, სილოვანმა და ტიმოთემ, არ იყო “ჰო” და “არა””, ბრძანებს პავლე მოციქული (2 კორ. 1:19).
მოციქული სხვა მოძღვრებსაც იხმობს, რათა მსმენელებთან ერთად, მოძღვრებზე მითითებით, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი მოწმობის ჭეშმარიტება. თუმცა, ისინი მოწაფეები იყვნენ, მაგრამ თავმდაბლობის გამო, მოციქული მათ მოძღვართა დასში ირიცხავს.
რას ნიშნავს “არ იყო “ჰო” და “არა””? მოციქული ამბობს, რომ არ დაუმახინჯებია პირველი ქადაგების აზრი. დღეს ერთს არ ქადაგებდა და ხვალ, სხვას. ეს მხოლოდ გზააბნეული გონებისთვის არის დამახასიათებელი და არა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის.
“არამედ მასში იყო “ჰო””, ეს იმას ნიშნავს, რომ ქადაგების სიტყვა ურყევი და მტკიცეა. ნუთუ შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო?
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 1:19 კონტექსტში
1:17ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?
1:18მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენ მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“.
1:19რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.
1:20ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენ მიერ.
1:21ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 1:19
- ებრაელთა მიმართ 13:8იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:9ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:20ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
- გამოცხადება 2:18ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:
- გამოცხადება 1:8მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.
- მოციქულთა საქმენი 18:5მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
- გამოცხადება 1:11რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 1
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში