
ებრაელთა მიმართ 13:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
ებრაელთა მიმართ 13:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 13:8
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდე იგივეა. ნუ გაიტაცებთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებს, ვინაიდან კეთილია მადლით განმტკიცება გულებისა და არა საჭმელებით, რომელთაგანაც ვერ მიიღეს სარგებელი მათ, ვინც მისდევდა მათ’ (ებრ. 13:8,9).”
მთელი განმარტება
“იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდე იგივეა. ნუ გაიტაცებთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებს, ვინაიდან კეთილია მადლით განმტკიცება გულებისა და არა საჭმელებით, რომელთაგანაც ვერ მიიღეს სარგებელი მათ, ვინც მისდევდა მათ” (ებრ. 13:8,9).
აქ სიტყვით “გუშინ” მოციქული მთელ წარსულ დროს გულისხმობს, სიტყვით “დღეს”, აწმყოს, ხოლო სიტყვით “უკუნისამდე”, მომავალს, რომელსაც დასასრული არ ექნება. რას გვეუბნება მოციქული? თქვენ ისმინეთ მღვდელმთავრის შესახებ, მაგრამ არა დროებითი მღვდელმთავრისა; იგი ყოველთვის იგივეა.
იქნებ მაშინ ზოგი ამბობდა, რომ ჯვარცმული არ არის მოლოდინში მყოფი ქრისტე, არამედ სხვა მოვაო. ამიტომაც ამბობს: “გუშინ და დღეს და უკუნისამდე”, რითაც გამოხატავს, რომ კვლავ მოვა მოსული ქრისტე, რომ იგი ერთია და იგივე იყო, არის და იქნება უკუნისამდე. ახლაც იუდეველები ამბობენ, რომ სხვა ქრისტე მოვა; მათ, უარყვეს მოსული და ანტიქრისტეს მიეცემიან.
იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდე იგივეა. ნუთუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტე, რომელიც მაშინ ახდენდა სასწაულებს, ახლა აღარ ახდენს? იგი იგივეა! და თუ იგი იგივეა, მაშ არ არსებობს დრო, როდესაც მას არ შეუძლია იგივეს აღსრულება. შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში მოციქულს, როდესაც ამბობდა: “გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები...” (ებრ. 13:7).
გრიგოლ ღვთისმეტყველი4 საუკუნე ათანასე დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 13:8 კონტექსტში
13:6ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“
13:7გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
13:8იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
13:9ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
13:10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 13:8
- მალაქია 3:6რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- გამოცხადება 1:8მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.
- ებრაელთა მიმართ 1:12სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
- ესაია 44:6ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
- ფსალმუნები 90:2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
- ფსალმუნები 102:27შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
- ფსალმუნები 102:28ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 13
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



