გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 5:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 5:21

რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

კორინთელთა მიმართ ბ 5:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 5:21

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘რომელმან არა იცოდა ცოდვა, ჩუენთვის ცოდვა ყო’ (2 კორ. 5:21).”

    მთელი განმარტება

    “რომელმან არა იცოდა ცოდვა, ჩუენთვის ცოდვა ყო” (2 კორ. 5:21).

    ნუთუ საკმარისი არ არის მხოლოდ ის წყალობა, რაც უფალმა მოგვანიჭა, რათა მასთან შევრიგებულიყავით? რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი? მან, რომელმაც არ იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა გახდა. მხოლოდ ეს რომ ექნა და მეტი არაფერი, განა მცირე იქნებოდა ის, რომ ძე თვისი გასწირა მის შეურაცხმყოფელთათვის? მაგრამ უფალს სხვა მრავალი სიკეთეც უქნია ჩვენთვის. მან უდანაშაულო ტანჯვისთვის გაწირა უმართალონი.

    პავლე მოციქული ამაზე მეტს ამბობს: “რომელმან არა იცოდა ცოდვა”, ვინ არის იგი, თუ არა თვით ჭეშმარიტება? და აი, იგი ჩვენთვის ცოდვად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვა, ცოდვილად განეკითხათ და მოკვდა, როგორც დაწყევლილი, რადგან “წყეულია ყოველი, ვინც ხეზეა ჩამოკიდებული” (გალ. 3:13). ხეზე სიკვდილი უფრო მძიმე სასჯელი იყო, ვიდრე უბრალოდ სიკვდილი. ამიტომაც ამბობს სხვაგან მოციქული: “დაიმდაბლა თავი და გახდა მორჩილი სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე” (ფილ. 2:8). ჯვარზე სიკვდილი არა მხოლოდ სასჯელი, არამედ შეურაცხყოფაც იყო.

    დაფიქრდი, რაოდენი მოგმადლა ღმერთმა! ცოდვილის სიკვდილი სხვისთვის უკვე დიდი საქმეა, მაგრამ როდესაც მართალი ასე იტანჯება და კვდება ცოდვილთათვის, თანაც არა უბრალოდ კვდება, არამედ როგორც ბოროტმოქმედი. Არა მარტო ბოროტმოქმედებთან არის გათანაბრებული, არამედ თავისი სიკვდილით დიდ წყალობას გვანიჭებს, რასაც არც კი მოველოდით, რათა ჩვენ მასში ღვთის წინაშე სიმართლედ ვიქცეთ.

    რომელი სიტყვა, რომელი გონება შეძლებს ამის ღირსეულად გამოხატვას? ღმერთმა მართალი ცოდვილად აქცია, რათა ცოდვილები მართლებად ექცია. მაგრამ მოციქული ამაზე მეტს ამბობს: იგი მიუთითებს არა მხოლოდ მდგომარეობაზე, არამედ თვით ხარისხზე. მას არ უთქვამს: “ცოდვილად აქცია”, არამედ, “ჩვენთვის ცოდვა ყო”, თანაც არა უბრალოდ შემცოდე, არამედ “რომელმან არა იცოდა ცოდვა”. და ჩვენც, არა უბრალოდ მართლები, არამედ, “სიმართლე”, და “სიმართლე ღვთისა”.

    ჭეშმარიტად, ეს სიმართლე ღვთისაა. როდესაც ჩვენ ვმართლდებით არა საქმეებით, რადგან მაშინ უმწიკვლოები უნდა ვიყოთ, არამედ მადლით, რომელიც ყოველგვარ ცოდვას აქრობს. ეს ამპარტავნებისგანაც გვიცავს, რადგან ყველაფერი ღვთისგან გვეძლევა, და ამავე დროს გვიჩვენებს ჩვენთვის ბოძებული ნიჭის მთელ მნიშვნელობას. პირველი სიმართლე კანონიდან და საქმეებიდანაა, ხოლო ეს უკანასკნელი, “ღვთის სიმართლეა”.

    ყოველივე ამის განხილვის შემდეგ, გეენაზე მეტად შევშინდეთ ნათქვამის, პატივი ვცეთ ღვთის საქმეებს ზეციურ სასუფეველზე მეტად და დავრწმუნდეთ იმაში, რომ საშინელი ტანჯვის დათმენა კი არა, ცოდვაა. ღმერთი რომ არ გვსჯიდეს, ჩვენ თვითონ უნდა ვთხოვოთ სასჯელი იმის გამო, რომ ასეთი უმადურები აღმოვჩნდით ჩვენი კეთილისმყოფელის მიმართ. თუ ქალის სიყვარულით ანთებული მამაკაცი, მისგან საპასუხო სიყვარულს ვერ მიიღებს, ხშირად თავს იკლავს, ხოლო თუ მიიღებს. Რამით შესცოდავს საყვარლის წინაშე, თავს სიცოცხლის უღირსად თვლის, მაშ, ასეთი კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთის შეურაცხყოფისას, გეენის ცეცხლში ხომ არ უნდა გადავაგდოთ საკუთარი თავი?

    კიდევ რაღაც უცნაურს, საკვირველს და, შესაძლოა, ბევრისთვის წარმოუდგენელს ვიტყვი: უფრო მეტი ნუგეში იქნება იმისთვის. Ვინც ასეთი კაცთმოყვარულის შეურაცხყოფისთვის ისჯება, თუკი მას გონება აქვს და ისე უყვარს უფალი, როგორც უნდა უყვარდეს, ვიდრე იმისთვის, ვინც სასჯელს არ აიცილებს.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. გრიგოლ ღვთისმეტყველი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  6. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  7. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  8. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  9. მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე
  10. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  11. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 5:21 კონტექსტში

5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 5:21

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 5

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში