
კორინთელთა მიმართ ბ 6:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.
კორინთელთა მიმართ ბ 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(მოციქული) საუბრობს თავის განსაცდელებსა და მწუხარებებზე: “მოთმინებაში, - ამბობს ის, - გასაჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ჭრილობებში, საპყრობილეებში, დევნილობაში, შრომებში, სიფხიზლეში”. გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და კეთილისმომტანია ისინი: “გვამწუხრებენ, - ამბობს ის, - მაგრამ ყოველთვის გვიხარია; ღარიბები ვართ, მაგრამ ბევრს ვამდიდრებთ; არაფერი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვფლობთ”.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 8 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 6:12
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(2 კორ. 6:4-10). იარაღად მოიხსენიებს მათ: ‘გვსჯიან, - ამბობს ის, - მაგრამ არ ვკვდებით’ (2 კორ. 6:9). ამ განსაცდელებში იგი ხედავს ღვთის დიდ ზრუნვასა და ძალას ჩვენდამი: ‘რათა ზედმეტი ძალა, - ამბობს ის, - მიეწეროს ღმერთს და არა ჩვენ’ (2 კორ. 4:7). აღწერს თავისი ღვაწლის საშიშროებას: ‘ყოველთვის, - ამბობს ის, - იესოს სიკვდილი ჩვენს სხეულში ვატარებთ’ (2 კორ. 4:10). და რომ ეს სიკვდილი არის ნათელი დასტური აღდგომისა: ‘რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს სხეულში’ (2 კორ. 4:11).”
მთელი განმარტება
(მოციქული) საუბრობს თავის განსაცდელებსა და მწუხარებებზე: “მოთმინებაში, ამბობს ის, გასაჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ჭრილობებში, საპყრობილეებში, დევნილობაში, შრომებში, სიფხიზლეში”. გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და კეთილისმომტანია ისინი: “გვამწუხრებენ, ამბობს ის, მაგრამ ყოველთვის გვიხარია; ღარიბები ვართ, მაგრამ ბევრს ვამდიდრებთ; არაფერი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვფლობთ”. (2 კორ. 6:4-10). იარაღად მოიხსენიებს მათ: “გვსჯიან, ამბობს ის, მაგრამ არ ვკვდებით” (2 კორ. 6:9). ამ განსაცდელებში იგი ხედავს ღვთის დიდ ზრუნვასა და ძალას ჩვენდამი: “რათა ზედმეტი ძალა, ამბობს ის, მიეწეროს ღმერთს და არა ჩვენ” (2 კორ. 4:7). აღწერს თავისი ღვაწლის საშიშროებას: “ყოველთვის, ამბობს ის, იესოს სიკვდილი ჩვენს სხეულში ვატარებთ” (2 კორ. 4:10). და რომ ეს სიკვდილი არის ნათელი დასტური აღდგომისა: “რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს სხეულში” (2 კორ. 4:11).
რისი ღირსი გახდა იგი უფლისგან და რა მსახურება მიენდო მას? “და ვითარცა ღმერთი შეაგონებდეს თქუენ მიერ, ქრისტეს წილ ვითხოვთ” (2 კორ. 5:20). და რისი მსახური იყო იგი, ესე იგი “არა წერილისა, არამედ სულისა” (2 კორ. 3:6). და რომ არა მხოლოდ ამის გამო იმსახურებს პატივისცემას, არამედ თვით მწუხარების გამოც: “მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვაძლევს გამარჯვებას ქრისტეში” (2 კორ. 2:14).
ყოველივე ამის შემდეგ, იგი იწყებს (კორინთელთა) მხილებას იმის გამო, რომ მათ ნაკლები სიყვარული აქვთ მის მიმართ. თუმცა, არ იწყებს მათ დაუყოვნებლივ მხილებას, არამედ ჯერ ეუბნება მათ იმ სიყვარულზე, რომელსაც ყოველთვის ავლენდა მათ მიმართ, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მხილებას. თუნდაც გამომხილველი თავისი სათნოებებით იმსახურებდეს მსმენელთა პატივისცემას, მის სიტყვას უფრო ნებით იღებენ, როდესაც იგი ამავე დროს ავლენს თავის სიყვარულს გამოსასწორებელთა მიმართ. აი, რატომაც მოციქული, ჯერ ახსენებს თავის განსაცდელებს, შრომებსა და ღვაწლს, შემდეგ გადადის მათდამი სიყვარულის შესახებ სიტყვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მათ მხილებას.
როგორ მოწმობს იგი მათდამი სიყვარულს? “პირი ჩუენი განხუმილ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო” (2 კორ. 6:11). რა არის ეს სიყვარულის დამოწმება? და საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვები? “ჩვენ არ გვინდა, ამბობს ის, თქვენს წინაშე დუმილი, არამედ ყოველთვის გვსურს თქვენთან საუბარი და ურთიერთობა. ასე იქცევიან ჩვეულებრივ მოსიყვარულე ადამიანები. და რაც არის სხეულისთვის ხელების მოხვევა, იგივეა სულისთვის მეგობრული საუბარი”. ამასთან ერთად, ის აქ სხვა რამესაც გულისხმობს. კერძოდ რას? “იმას, ამბობს ის, რომ ჩვენ გულახდილად ვსაუბრობთ თქვენთან, როგორც საყვარელ ადამიანებთან, არაფერს გიმალავთ და არაფერს ვმალავთ”. რაკი იგი მათ მხილებას იწყებს, თითქოს პატიებას ითხოვს მათგან ამაში და ამხილებას, თამამად გამოთქმულს, მათდამი ძლიერი სიყვარულის მტკიცებულებად აქცევს. თვით სახელწოდებაც (“კორინთელნო”) დიდ სიყვარულს, კეთილგანწყობასა და გულწრფელობას გამოხატავს. ცნობილია, რომ ჩვენ ხშირად ვიმეორებთ იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც გვიყვარს.
“გული ჩუენი განვრცებულ არს”. როგორც სითბო აფართოებს (საგნებს), ასევე სიყვარულს ახასიათებს (გულის) გაფართოება, რადგან ის ისეთი სათნოებაა, რომელიც არის როგორც ცხელი, ასევე გამაცხელებელი. მან გახსნა პავლეს პირი და გააფართოვა მისი გული. “არა მარტო ბაგითა, ამბობს ის, მიყვარხართ, არამედ (ბაგეებს) ეთანხმება გულიც. ამიტომაც ვლაპარაკობ თამამად, გახსნილი პირით და მთელი გულით”. ჭეშმარიტად, არაფერია პავლეს გულზე უფრო ფართო; მას ისე ცხელად უყვარდა ყველა ერთგული, როგორც ვინმეს (უყვარს) თავისი მეგობარი, სიყვარულს ნაწილებად არ ყოფდა და ამის გამო არ სუსტდებოდა, არამედ თითოეულში მთლიანად რჩებოდა. და გასაკვირია კი, რომ პავლეს ასეთი სიყვარული ჰქონდა ერთგულთა მიმართ, როდესაც მის გულს მთელი სამყარო მოეცვა და თვით ურწმუნოებიც კი? აი, რატომაც არ თქვა მან: მე მიყვარხართ, არამედ გაცილებით უფრო გამომსახველად: “პირი ჩუენი განხუმილ არს... გული ჩუენი განვრცებულ არს”; ჩვენ ყველანი გულში გვაქვს და არა როგორც იქნა, არამედ დიდი სივრცით, რადგან ამ შემთხვევაში საყვარელი ყოველგვარი საფრთხის გარეშე თავსდება მოსიყვარულე ადამიანის გულში”. ამიტომაც ამბობს: “არა შეგვიწროებულ ხართ ჩუენ შორის, არამედ შევიწროებულ ხართ გულთა შინა თქუენთა” (2 კორ. 6:12). შეხედე, როგორ ზოგავს იგი მხილების დროსაც კი. ეს კი ძლიერ მოსიყვარულე ადამიანების თვისებაა. არ თქვა: “თქვენ არ გვიყვარხართ”, არამედ (მხოლოდ ამბობს): “არა იმ ზომით (გიყვარვართ, როგორც ჩვენ)”, რადგან არ სურს მათი ძლიერად დადანაშაულება.
მისი ეპისტოლეების გადაკითხვისას, მსურველს ყველგან შეუძლია დაინახოს, თუ რაოდენ უყვარდა მას მორწმუნეები. მაგალითად, რომაელების მიმართ წერს: “ძალიან მსურს თქვენი ნახვა” (რომ. 1:11); და კიდევ: “მრავალგზის განვიზრახე თქვენთან მოსვლა” (რომ. 1:13); ასევე: “რათა ღვთის ნებით ოდესმე მომეცეს თქვენთან მოსვლის შესაძლებლობა” (რომ. 1:10). ხოლო გალატელების მიმართ წერს: “შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვლავ მტკივა მშობიარობა” (გალ. 4:19). და კვლავ ეფესელების მიმართ: “ამისათვის მოვიხრი მუხლს თქვენთვის” (ეფ. 3:14). ფილიპელების მიმართ კი (დაწერა ასე): “ვინაიდან ვინ არის ჩვენი იმედი, ან სიხარული, ან დიდების გვირგვინი?” (1 თეს. 2:19, ფილ. 4:1), და ამბობდა, რომ მათ “გულში და ბორკილებში” ატარებს (ფილ. 1:7). ხოლო კოლასელების მიმართ: “მინდა იცოდეთ, რა ბრძოლა მაქვს თქვენთვის... და ყველასთვის, ვისაც არ უნახავს ჩემი სახე ხორციელად, რათა ნუგეში ეცეს მათ გულებს” (კოლ. 2:1); და თესალონიკელების მიმართ: “როგორც ძიძა ეფერება თავის შვილებს... ასევე ჩვენ, თქვენდამი გულმოდგინებით, გვინდოდა გადმოგცეთ არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც” (1 თეს. 2:7, 8). ან ტიმოთეს მიმართ: “შენი ცრემლების გახსენებისას, რათა სიხარულით აღმევსო” (2 ტიმ. 1:4); ასევე ტიტეს მიმართ: “ჭეშმარიტ შვილს” (ტიტ. 1:4). ანალოგიურად ფილიმონის მიმართაც. ბევრ მსგავს რამეს წერს იგი ებრაელების მიმართ, განუწყვეტლივ ანუგეშებს მათ, როგორც დედა, რომელიც არწმუნებს თავის მოწყენილ შვილებს: “კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მომავალი მოვა და არ დააყოვნებს” (ებრ. 10:37). იმავე სიყვარულით ეუბნება მათ (კორინთელებს): “არა შეგვიწროებულ ხართ ჩუენ შორის”. ამასთან, ამბობს, რომ არა მარტო მას უყვარს ისინი, არამედ მათაც უყვართ იგი, რითაც კიდევ უფრო მეტად სურს მათი მიზიდვა საკუთარი თავისკენ. იმავეს მოწმობს იგი მათზე, როდესაც ამბობს, რომ მოვიდა ტიტე, “გვაუწყა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი მოშურნეობა” (2 კორ. 7:6, 7). იმავეს გალატელების მიმართ: “თუკი შესაძლებელი იქნებოდა, თვალებს ამოითხრიდით და მომცემდით მე” (გალ. 4:15); და თესალონიკელების მიმართ: “რა შესვლა გვქონდა თქვენთან” (1 თეს. 1:9); და ტიმოთეს მიმართ: “შენი ცრემლების გახსენებისას, რათა სიხარულით აღმევსო” (2 ტიმ. 1:4). და ყველგან მის ეპისტოლეებში ყველას შეუძლია იპოვოს მისი სიყვარულის დამოწმებები თავისი მოწაფეების მიმართ და მათი სიყვარული მის მიმართ, თუმცა არათანაბარი. ასე, მაგალითად, ამ ეპისტოლეში ამბობს იგი: “მეტად მიყვარხართ და ნაკლებად ვარ საყვარელი თქვენგან” (2 კორ. 12:15). მაგრამ რადგან ამას იგი უკვე (ეპისტოლეს) ბოლოს ამბობს; აქ კი უფრო ძლიერად: “არა შეგვიწროებულ ხართ ჩუენ შორის, არამედ შევიწროებულ ხართ გულთა შინა თქუენთა”. “თქვენ იღებთ, ამბობს ის, ერთს, მე კი, მთელ ქალაქს და ამდენ მრავალრიცხოვან ხალხს”. კვლავ არ თქვა, “არ გვიღებთ ჩვენ”, არამედ, “შევიწროებულ ხართ გულთა შინა თქუენთა”; ამ სიტყვებით მან მიანიშნა იმავეზე, მაგრამ მხოლოდ უფრო შემწყნარებლურად, რათა მხილება არ ყოფილიყო ზედმეტად სასტიკი.
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ნილოს სინელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 6:12 კონტექსტში
6:10თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
6:11ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.
6:12ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.
6:13თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით.
6:14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 6:12
- მიქა 2:7ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
- კორინთელთა მიმართ ბ 7:2შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:17ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
- ფილიპელთა მიმართ 1:8ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;
- იობი 36:16შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;
- ეკლესიასტე 6:9სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
- იგავესნი 4:12გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 6
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში